"ოცნების" პრემიერმა განათლების რეფორმაში ცვლილებების შეტანა არ გამორიცხა - კობახიძე წინაპირობას ასახელებს
"ოცნების" პრემიერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმღვანელობას და რექტორს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დაუშვებელია სახელწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთდებს.
ამასთან, "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ მზადაა განათლების რეფორმის საკითხი განიხილოს უნივერსიტეტების ხელმძღვანელობებთან, თუმცა აღნიშნულის უკან გასაწვევად "მყარი არგუმენტების" მოსმენა სჭირდება.
ილიას უნივერსიტეტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება, გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელძღვანელობა მითუმეტეს. ზოგადად, არ შეიძლება, პოლიტიზირებული იყოს არცერთი უნივერსიტეტი არც კერძო, არც სახელმწიფო. როდესც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" შექმნა კონცეფცია ანუ ზუსტად გივე ლექსიკას მიყვება, რასაც მმიყვება რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება, ასეთ რამეს აკეთდებს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემასთან დაკავსირებით, რაც მე პირადად შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს. ორ დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. დასკვნას დაესმის კითხვა "რა?" ანუ "რა" გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია და რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა "რატომ?" და ეს "რატო?" ვეღარ გავიგეთ. როდესაც ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავს კონცეფციის წინააღმდეგ, კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი ჰქონდა და ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის გაგრძელება. მზად ვართ, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება თსუ, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო, კერძო უნივერსიტეტები, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში თუ ამის მზაობას დავინახავთ, - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაიწვევს თუ არა აღნიშნულ რეფორმას უკან, კობახიძე ასე პასუხობს:
უნდა დაგვარწმუნონ.