აპირებს თუ არა კობახიძე უკან დახევას? - "ოცნების" პრემიერმა განათლების დაანონსებულ რეფორმაში ცვლილებების შეტანა არ გამორიცხა

16.02.26 20:49
აპირებს თუ არა კობახიძე უკან დახევას? - "ოცნების" პრემიერმა განათლების დაანონსებულ რეფორმაში ცვლილებების შეტანა არ გამორიცხა

პირველი დაშვება, როდესაც ირაკლი კობახიძემ უკან დახევა არ გამორიცხა - "ქართული ოცნების" პრემიერი არ გამორიცხავს, რომ განათლების რეფორმაში ცვლილებები შევიდეს და ილიას უნივერსიტეტს ფაკულტეტები აღარ გაუუქმონ, კობახიე თან დათმობას უშვებს და თან თავს ესხმის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, "ოცნების" ლიდერს პროტესტის ფორმები არ მოსწონს.

ირაკლი კობახიძის უკან დახევა თუ ტაქტიკური სვლა? - განათლების ექსპერტებისთვის ცხადია, რომ "ოცნება" კრიზისშია - ხალხის უკმაყოფილება მზარდია, მათ შორის "ოცნების" მომხრეებშიც.

ლექტორები, ვის მხრებზეც უნდა გადაიაროს რეფორმამ - შემცირებულმა სალექციო საათებმა, სტუდენტებისგან დაცლილმა აუდიტორიებმა, განახევრებულმა მიმართულებებმა - მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს უკან დაიხიოს და რეფორმა, რომელიც დაჩქარებულ ტემპში შემუშავდა, არ აღასრულოს.

ვინ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა? - როგორ დაადგინეს, რომ საჭიროა 300 პედაგოგი, აღარ სჭირდება ქვეყანას იურისტები და სოციოლოგები? - რომელი ორგანიზაცია დაიქირავა ეკონომიკის სამინისტრომ კვლევისთვის? - ეს ინფორმაცია უცნობია თავად მარიამ ქვრივიშვილის მოადგილისთვის, შესაბამისად, უწყებისგან ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ, ვინ ჩაატარა კვლევა.

ბუნდოვანებას და უნივერსიტეტების პროფესიებისგან დაცლას, სხვა ქალაქებში პროფესიების გადატანას, "ქართული ოცნება" სტუდენტების დასასჯელად იყენებს - განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ანტიეროვნულ რეფორმად მოიაზრებენ იმას, რასაც გივი მიქანაძე, მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი კობახიძე განათლების ფუნდამენტურ ცვლილებას უწოდებენ.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის სიუჟეტში