მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შესაძლოა "ქართული ოცნების" ახალი კანონის სამიზნე გახდეს
მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შესაძლოა "ქართული ოცნების" ახალი კანონის სამიზნე გახდეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცოლი დღემდე თავს ქვეყნის ლეგიტიმურ პრემირ-მინისტრად აცხადებს.
"TV პირველის" კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა ის ივანიშვილის გუნდმა არაღიარების გამო ციხეში ჩასვას, მანანა არჩვაძე-გამსახურდია ამბობს, რომ ის არასდროს იქნება დაკავების კანდიდატი.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
- ივანიშვილის გუნდმა კანონპროექტში ჩაამატა მუხლი, რომელიც "სამ წლიან ციხეს ითვალსწინებს იმ პირებისთვის, ვინც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად საკუთარი თავს თვითნებურად, ან საჯაროდ წარმოაჩნეს".
რატომ უნდა ვიყო მე? შენ რატომ მიგაჩნია და რატომ ოცნებობთ ამაზე. არასდროს არ ვიქნები," - ამბობს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.