"სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება იგივე კანონიერ ხელისუფლებაზე დარტყმაა" - ანა დოლიძე

16.02.26 22:56
"სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება იგივე კანონიერ ხელისუფლებაზე დარტყმაა" - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების ნაწილი გაუუქმდათ, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ ორი ფაკულტეტი დარჩა. 

ანა დოლიძის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან ეს "ქართული ოცნების" მხრიდან კრიტიკოსების გაჩუმების და უფულოდ დატოვების მცდელობაა. თუმცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება ანტისახელმწიფოებრივია. 

მისი თქმით, სოხუმის უნივერსიტეტი ფურცელზე ადასტურებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა.

ილიაუნის საკითხი გასაგებია, ეს არის კრიტიკოსების გაჩუმების და უფულოდ დატოვების მცდელობა, მაგრამ სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება ზუსტად იგივეა, როგორც კანონიერ ხელისუფლებაზე დარტყმა. როგორ აღდგა ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის დამოუკიდებლობა, როგორ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წელს, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები 1921 წლამდე, როდესაც სენ გაქვს ერთადერთი, მთავრობის გარდა, მთავრობა რომ გააუქმონ აფხაზეთის რა უნდა ვქნათ საერთოდ, ანუ 2-3 ინსტიტუტი გაქვს, რომელიც ფურცელზე ადასტურებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა, სოხუმის უნივერსიტეტი ამას ადასტურებს. 

მე თვითონ ვარ პროფესორი, სტანდარტები განათლების ვიცი, რეფორმა აუცილებელია, მაგრამ იმის თქმა, რომ ბაზარი მიკვეთავს, როგორ შეიძლება თან ამბობდე ბაზარი მიკვეთავს რამდენი მუსიკოსი მინდა, ბაზარი რომ ამას უკვეთავდეს საერთოდ კონსერვატორია არ იარსებებს იმიტომ, რომ შეიძლება ვერ დასაქმდეს საქართველოში ამდენი მუსიკოსი 2-3-ის გარდა, ეს არის აბსურდი, თან ამას ამბობდე და თან ბიზნესმენებს იბარებდე და წკეპლით გამოუდგე რაღაცა კომისიით, ეს არ არსებობს. სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია ის რაც ხდება," - განაცხადა ანა დოლიძემ.