ანა წითლიძე "ოცნებაზე: არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული რაც ჭირს რეჟიმს

16.02.26 23:18
ანა წითლიძე "ოცნებაზე: არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული რაც ჭირს რეჟიმს

"არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული რაც ჭირს რეჟიმს, "ქართულ ოცნებას" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. 

  • ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

მისი თქმით, ლეგიტიმაციის არქონა ნიშნავს, რომ სანქციებსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობასთან ერთად, "საბოლოოდ იქნება მათი დასასრული". 

ანა წითლიძის განმარტებით, "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებმა აჩვენა, რომ გზა, რასაც რეჟიმის არაღიარება ჰქვია, რთულია, მაგრამ "რეალურად ეს არის ის გზა, რომელიც პრობლემას უქმნის რეჟიმს". 

არაღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მტკივნეული რაც ჭირს რეჟიმს, "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა საქმე ეხება მათ ლეგიტიმაციას და მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია ძალიან კარგად იციან, რომ არც ქვეყნის შიგნით აქვთ ეს ლეგიტიმაცია, საქართველოს მოქალაქეებში და არც ქვეყნის გარეთ, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არის ძალიან დიდი პრობლემა მათთვის. სწორედაც ესმით, რომ ეს მათთვის პრობლემაა იმიტომ, რომ არა ლეგიტიმაცია ნიშნავს იმას, რომ სანქციები, რაც ადევთ და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, საბოლოოდ იქნება მათი დასასრული, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობასთან ერთად. 

ამიტომაც, დღევანდელმა დღემ, ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა და არამხოლოდ ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა, მანამდე, ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება იყო, კიდევ ერთხელ ანახა ის, რომ ეს გზა, რასაც ჰქვია რეჟიმის არაღიარება, არის რთული, მაგრამ რეალურად ეს არის ის გზა, რომელიც პრობლემას უქმნის რეჟიმს," - თქვა ანა წითლიძემ.