მერიამ ბათუმის ბულვარის შესასვლელში, ტყუპების ცნობილი კაფე დაანგრია
ბათუმის ბულვარში კაფე-ბარ „ტყუპების“ შენობა დაანგრიეს. მერიამ დემონტაის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ტყუპებს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა.
აღნიშნული შენობა-ნაგებობები ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული და ბოლო წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.
სამუშაოები მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს.
მერიაში ამბობენ, რომ დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება განხორციელდება.