კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის

27.03.21 10:04
კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის.  ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მედიაციის პროცესი კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის  ორშაბათიდან განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების პროცესის წარსამართად საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

მსგავსი სიახლეები