ლადო ბოჟაძემ ყაველაშვილს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში პირადად ჩართვა სთხოვა
ლადო ბოჟაძემ ყაველაშვილს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში პირადად ჩართვა სთხოვა. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც "ოცნების" პრეზიდენტმა ანგარიში წარადგინა.
ბოჟაძემ დემოგრაფიული ვითარება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობისა და პარლამენტის აქტიური მუშაობისა, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა. მან "ოცნების" პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მოუწოდა, საკუთარი როლის გამოყენებით ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც ოჯახების შექმნასა და შვილების გაჩენის წახალისებას გააძლიერებს.
მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - დემოგრაფიას, თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მთავრობა, პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად, პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა შევუქმნათ, რომ ახალგაზრდებმა იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე" - მიმართა ლადო ბოჟაძემ მიხეილ ყაველაშვილს.