ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან - ინფორმაცია "პირველებს" უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ნტიკორუფციულ სააგენტო სწავლობს.
"ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით" - უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში TVPIRVELI.GE-ს.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა.
გადადგომას წინ მისი ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის კორუფციის ბრალდებით დაკავება უძღოდა.
მიქაუტაძეს გამოძიება 2 556 192 ლარის „უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას“ ედავება.