"გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას და პროტესტს" - „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა ირანის საელჩოში საპროტესტო წერილი დატოვეს
მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში საპროტესტო წერილი დატოვეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ირანის ელჩის 11 თებერვლის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც ქართველების ფერეიდანში გადასახლებას შეეხებოდა. მათი შეფასებით, ტრაგიკული ისტორიული მოვლენების დადებით კონტექსტში წარმოჩენა ისტორიის დამახინჯებაა.
მოძრაობის წევრებმა ასევე გააკრიტიკეს "ოცნების" ხელისუფლების დუმილი აღნიშნულ საკითხზე.
მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" სახელით გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას და პროტესტს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ მოსაწვევში გამოყენებული სიტყვათშეთანხმებისა და გადმოცემული შინაარსის გამო. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ საზოგადოების სამართლიანი მღელვარება და არ დაუშვათ ისეთი ტერმონილოგიის გამოყენება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ანდა უგულებელყოფს საქართველოს უმძიმეს ისტორიულ გამოცდილებას. ის, თუ რამდენად დიდ ჩრდილს მიაყენებს ზემო აღნიშნული მიღებისთვის მომზადებული მოსაწვევები საქართველო-ირანის ურთიერთობებს, სრულად დამოკიდებულია თქვენს შემდგომ მოქმედებებზე, - ნათქვამია ელჩისთვის განკუთვნილ წერილში.
ღონისძიება, სადაც ირანის ელჩმა საქართელოდან ფერეიდანში გადასახლებულ ხალხზე ისაუბრა, თებერვალს სასტუმრო "პარაგრაფში" ჩატარდა. ის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.
ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის დროები ფერებში იყო განათებული.