5 წლის შემდეგ, დაანონსებული აქციების ფონზე გახსნილი საქმე - რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს ოთარ ფარცხალაძეს გახმაურებულ მკვლელობასთან

17.02.26 20:11
5 წლის შემდეგ, დაანონსებული აქციების ფონზე გახსნილი საქმე - რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს ოთარ ფარცხალაძეს გახმაურებულ მკვლელობასთან

ხუთი წლის წინ ვაკეში, ყოფილი პრემიერ ზურაბ ჟვანიას ოჯახის ბინასთან გადაღებული კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დასახელდა. პროკურატურის ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ აღნიშნულ ბინაში დაიგეგმა, ხოლო ბუსა ჟვანია საქმეში თანამონაწილედ ფიგურირებს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს.

საქმის მასალებით, ვიდეოჩანაწერები, რომლებიც საქართველო–სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წლების წინ არის გადაღებული, გამოძიებამ ჯერ კიდევ 2021 წელს ამოიღო, თუმცა მათზე ყურადღება მხოლოდ ახლა გამახვილდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. უწყების განმარტებით, კრიმინალურ წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მომხდარი მკვლელობის გამო კონფლიქტი კვარაცხელიას ოჯახის სახელთან იყო დაკავშირებული. ნიკო კვარაცხელიას დედა გამოძიების ამ ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეს სხვა მოტივი შეიძლება ჰქონდეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები