ანტიდასავლური გზავნილები და არცერთი სიტყვა რუსეთზე - ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში
მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მან პარტნიორებთან ურთიერთობების კონტექსტში დასავლეთზე ისაუბრა, რუსეთი კი გამოსვლაში არ უხსენებია.
ყაველაშვილი ივანიშვილის გუნდში ერთადერთია, ვინც დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მიუხედავად ადრე გაკეთებული განცხადებებისა, დღევანდელი სიტყვით გამოსვლა აღნიშნული თემით არ დაუწყია და ამერიკასთან ურთიერთობაზე ზოგადი ფორმულირებებით ისაუბრა.
ანტიდასავლური გზავნილები ყაველაშვილის რიტორიკაში ადრეც ფიქსირდებოდა, მათ შორის დეპუტატობის პერიოდში. დღევანდელ გამოსვლაში მან პოლიტიკური ველის „გაჯანსაღების“ აუცილებლობაც ახსენა, რაც ოპოზიციასთან მიმართებით გააჟღერა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.