დემარში ლიეტუვას - „ოცნება“ საელჩოს მიერ დაგეგმილ საზეიმო მიღებაზე არ მივიდა

17.02.26 20:33
დემარში ლიეტუვას - „ოცნება“ საელჩოს მიერ დაგეგმილ საზეიმო მიღებაზე არ მივიდა

„ქართული ოცნების“ დემარშს ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მიღებაც ასახავს. ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ივანიშვილის გუნდიდან არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ დასწრებია. მიღებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ლიეტუვის მეგობრები. ღონისძიებას ესწრებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. არსებული ინფორმაციით, მოსაწვევები შესაბამის უწყებებსაც დაეგზავნათ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. უწყება არც ადასტურებს და არც უარყოფს, მიიღეს თუ არა მოსაწვევები. ცნობილია, რომ მიწვევა არა პოლიტიკურ პირებს, არამედ სამინისტროების წარმომადგენლებს შეეხებოდა.

ლიეტუვის ეროვნული სიმბოლიკის ფერებში არ განათებულა თბილისის ანძაც. რამდენიმე დღის წინ ანძა ირანის დროშის ფერებში იყო განათებული. ტელეანძას თბილისის მერია მართავს.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.