ზურაბიშვილი სამიზნეში? - „ოცნება“ ახალი კანონის მიღებისთვის ემზადება
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ყურადღების ცენტრში სალომე ზურაბიშვილი მოექცა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში დამატებულ ახალ მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების წარმომადგენლად საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოპოზიციის ნაწილში აცხადებენ, რომ პროექტში გამოყენებული ფორმულირებები კონკრეტულ პირებზე მორგების შთაბეჭდილებას ტოვებს. ივანიშვილის გუნდში კი ბრალდებებს უარყოფენ.
სალომე ზურაბიშვილი საკითხზე პერსონალურად არ მსჯელობს და აღნიშნავს, რომ კანონი შესაძლოა ნებისმიერ მოქალაქეს შეეხოს.
ოპოზიციის შეფასებით, ცვლილებები პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და ისინი შიშის ფაქტორის ზრდაზე საუბრობენ.
კანონპროექტი პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო. საბოლოო კენჭისყრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.