მთავარია, რომ ძალაუფლება დავუბრუნოთ იმას, ვისაც ეკუთვნის - ქართველ ხალხს - ცუცქირიძე
ახლა მთავარია, ქვეყანაში დაიწყება თუ არა ხალი პოლიტიკური ტალღა. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს ესე თუ მოხდა, დანარჩენი მეორეხარსიხოვანია, - ამის შესხებ “ტავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარია, ძლაუფლება დაუბრინონ იმას, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის - ქართველ ხალხს.
მთავარია, რომ ძალაუფლება დავუბრუნოთ იმას, ვისაც ეკუთვნის - ქართველ ხალხს. ეს ლეგიტიმაცია არ მოდის რაღაც დაშინებით, კანონებით და ადამიანების ციხეში ჩაყრით, ლეგიტიმაცია მოდის პატივისცემით, დემოკრატიული არჩევნებით, საერთაშორისო აღიარებით, აი, აქედან მოდის ლეგიტიმაცია და არა ადამიანების ციხეში ჩაყრით, შეშინებით და რაღაც აბსურდული კანონებით ქუჩში, ტროტუარზე დგომსი გამო, - ამბობს ცუცქირიძე.
ის არ გამორიცხავს, რომ მათი გუნდის რომლიმე წევრიც შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს.
არ გამოვრიცხავ, მზად ვართ ყველაფრისთვის, ვართ პოლიტიკურ ბრძოლაში, ასეთია პოლიტიკური ველი საქართველოში და ვცდილობთ, შევქმნათ, პოლიტიკური კულტურის ახალი დონე საერთოდ, რათა ადამიანებს დავუბრუნოთ ნდობა პოლიტიკური პროცესის და პარტიების მიმართ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოახერხა “ოცნებამ“ დაეჯერებინა ადამიანები იმაში, რომ პოლიტიკა უზნეო ადამიანების საქმეა და სწორედ ესაა მათი დიდი დანაშაული,რ აც ჩაიდინეს, - დასძინა მან.