პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ - საკანაონდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე, ორი ინტერპელაცია გაიმართება.
ინტერპელაციის ფორმატში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ - ირაკლი კობახიძე, ხოლო ფრაქციამ „საქართველოსთვის“ რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მიიწვია.
ირაკლი კობახიძემ შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს:
- უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში;
- როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით;
- როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით;
- აქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად;
- რა ზომებს ატარებს მთავრობა არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად;
- რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს და რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“.
ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, რეგლამენტი დებატებს ითვალისწინებს, რა დროსაც სიტყვით პარლამენტის წევრები გამოდიან.