ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს ბოჭორიშვილთან განვიხილავთ

18.02.26 15:30
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს ბოჭორიშვილთან განვიხილავთ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოს შესახებ გამწვეყნებულ უმწვავესი ანგარიშს ეხმაურება. 

მაღალჩინოსანი წერს, რომ CPT-ის დღევანდელი ანგარიში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს მომავალ კვირას "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს:  

წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები. 

ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ“ -  წერს  ალენ ბერსე.

მისი თქმით,  ევროსაბჭო მზადაა, მხარი დაუჭიროს რეფორმებს. 

ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი“ (CPT) ახალ ანგარიშს აქვეყნებს 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ანგარიში მოიცავს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებისადმი სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ შემთხვევებს.

მსგავსი სიახლეები