ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში - პროცესს ძმები კაკულიები დისტანციურად ერთვებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა იწყება - განსასჯელის სკამზე არცერთი ბრალდებული არ ზის. ძმებმა კაკულიებმა უარი თქვეს ლაითურის ციხიდან თბილისის სასამართლოში ეტაპირებაზე, ისინი პროცესს დისტანიციურად ერთვებიან. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ბუსა ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. ყოფილი პრემიერის, ზურა ჟვანიას შვილს პროცესზე სახაზინო ადვოკატი წარმოადგენს. მკვლელობის შემკვეთებად დასახელებული ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა უნდა იმსჯელოს.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
როგორც თავიდან მათ აღნიშნეს, რანაირი შემხებლობა მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ აქვთ. ეს კადრები ჩვენთვსი დანაშაულსი მტკიცებულება არ არის. ჯერ არ შეგვისწავლია მტკიცებულებები. მათი ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე, მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი და მისჯილი აქვთ 4 წელი. გამომდინარე იქინდა რომ ჩვენ არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს, ბუნებრივია ბევრი კითხვა ჩნდება", - ამბობს ადვოკატი
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.