ჩვენ უმრავლესობამ გვაღიარა - ბეჟან წაქაძე

18.02.26 17:31
ჩვენ უმრავლესობამ გვაღიარა - ბეჟან წაქაძე

„ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკის პრეცედენტი წარსულშიც არსებობდა და ის კითხვებს აჩენს დემოკრატიული წესრიგის კონტექსტში.

ასე, აქ იდგა კაცი, ერთი, სამი წლის წინ, მახსოვს და იძახოდა, "მე ვარ ლენინი, მე ვარ სტალინი". არავის დაუჭერია ეს კაცი, აღარ ჩანს უკვე და რა ვიცი, აბა, ასე თუ გააკეთებს... თუ იძახის, რომ ეს ვარ მეო, პრეზიდენტი ვარო, მე ვარ პრემიერ-მინისტრიო, თუ დაიწყებს ასეთ საუბარს, იყო მეთქი აქ ასეთი პრეცედენტი. 

დემოკრატია რას ნიშნავს? უმრავლესობის მმართველობა, ხომ? უმრავლესობამ გვაღიარა ჩვენ. ახლა, აბსოლუტურად, 100%-ით არცერთ ქვეყანაში არ არის აღიარება. თუ არის გაბრაზებული უმრავლესობა საზოგადოებისა, სად არის ეს უმრავლესობა?!, - ამბობს ბეჟან წაქაძე. 

შეგახსენებთ, რომ გრანტების შესახებ კანონებს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით დაამტკიცებს. დოკუმენტს "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერა აქვს.  

ივანიშვილის გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ხელისუფლების "სისტემურად არაღიარება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და სასჯელის სახით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები