მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე, მზია ამაღლობელი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა - ანგარიში

18.02.26 17:23
მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე, მზია ამაღლობელი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა - ანგარიში

მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმი 2025 წლის მედიის თავისუფლების მონიტორინგის ანგარიშს (MapMF) აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში მედიის თავისუფლების 143 დარღვევა დაფიქსირდა.

ანგარიშში წერია, რომ 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“, განაგრძო მკაცრი რეპრესიები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. 

ანგარიშში საუბარია მზია ამაღლობელის  პატიმრობაზეც. 

"მისი დაპატიმრების დღიდან, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები გახდნენ ცილისმწამებლური კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ფინანსური შურისძიების სამიზნე. მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე, იგი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მომზადებულია "ნეტგაზეთის" მიხედვით.