თუ, ვთქვათ, ქალბატონი ზურაბიშვილი დაიწყებს პრეზიდენტის იარლიყის მიწებებას, პასუხისგება მოუწევს - ქადაგიშვილი
თუ, ვთქვათ, ქალბატონი ზურაბიშვილი დაიწყებს პრეზიდენტის იარლიყის მიწებებას, პასუხისგება მოუწევს, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშილის საუბრობს. „ოცნების“ დეპუტატის მტკიცებით, მსგავსი ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობაზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს. მისი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა პოლიტიკურ სტატუსს არ უკავშირდება და სამართლებრივი შეფასება ინდივიდუალურად მოხდება.
როდესაც ნებისმიერი ადამიანი, ვთქვათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს სტანდარტებით, პრეზიდენტის სტანდარტით, დაიწყებს პრეზიდენტის იარლიყის მიწებებას, ეს არის სწორედ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობაზე ხელყოფა და მას, რა თქმა უნდა, პასუხისგება ამის გამო მოუწევს არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც ხელყოფს სახელმწიფო ინსტიტუციის ლეგიტიმურობას თავისი ქმედებით.
ორმა პრეზიდენტმა, რომელზეც თქვე გული შეგტკივათ, უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოში არსებობს კანონი და თუკი პრეზიდენტები იყვნენ, კეთილი ინებონ და იმ ქვეყნის კანონები დაიცვან, რომლის პრეზიდენტებიც იყვნენ, - ამბობს ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გრანტების შესახებ კანონებს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით დაამტკიცებს. დოკუმენტს "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერა აქვს.
ივანიშვილის გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ხელისუფლების "სისტემურად არაღიარება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და სასჯელის სახით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.