სოციალური დახმარება მდიდრებს? - რა კომენტარები მოჰყვა კობახიძის განცხადებას "ოცნებაში"
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის აღიარების შემდეგ, რომ ქვეყანაში სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს, "პირველებმა" მმართველი პარტიის წევრებს ჰკითხა, არის თუ არა სახეზე საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა და ხომ არ იყენებდა ივანიშვილი სოც დახმარებას პოლიტიკური კუთხით.
"ოცნების" წევრის, რიმა ბერაძ ამკიცებს, რომ მას ვინმესთვის სოციალური დახმარების არც მინიჭებასა და არც მოხსნაზე არასდროს მიუმართავს, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით.
თუ დეპუტატს დავუჯერებთ, მოქალაქეებს შემოსავალი 2020 წლის შემდეგ, 6 წელიწადში გაეზარდათ.
არასდროს [არ მიმიმართავს პოლიტიკური მოტივით, რომ ვინმეს დანიშვნოდა სოციალური დახმარება], ჩვენი ჩართულობა აქ არ შეიძლება და რატომ არ შეიძლება - სოციალური დახმარება მოქალაქეს ენიშნება არსებული ქულების მიხედვით, ეს არის სპეციალური ფორმულა, სადაც მიდის მოქალაქე, აკეთებს განცხადებას და მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ აგენტი აკეთებს შეფასებას, მისი თანდასწრებით, შემდეგ ეს შეფასების კრიტერიუმი მოდის სპეციალურად კომპიუტერში ფორმულის მიხედვით და თვითონ ფორმულა ანიჭებს მოქალაქეს.
არა, პოლიტიკური ნიშნით, მე პირადად ასეთი მაგალითი არ მქონია ცხოვრებაში, ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ მოქალაქესთან მქონია შეხება. არასდროს [მიმიმართავს] არც დანიშვნაზე და არც მოხსნაზე. ერთბაშად არა [არ გამდიდრებულან], საუბარია 2020 წლის შემდეგ, 6 წელზეა საუბარი," - ამბობს რიმა ბერაძე.
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ სოციალურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც შესაძლებლობა გააჩნიათ.
დახმარებები იმ ადამიანებს ბუნებრივად არ უნდა მიეცეთ, ვისაც ამისი შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ შემთხვევაში სოციალური დახმარებები ეძლევა იმ ადამიანებს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ა.შ.. ამიტომ, ამ სტატისტიკაზე იყო საუბარი," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.