რას ედავებიან ჟურნალისტ ელისო კილაძეს და რა დევს სისხლის სამართლის საქმეში?
ჟურნალისტ ელისო კილაძეს სახლთან, საგამოძიებო სამსახურის სპეცრაზმი დახვდა და ადგილზე დააკავა. კადრებში ისმის კილაძის ხმა, რომ ის ადვოკატს ითხოვს, პირადი ჩხრეკა ტატიშვილის ქუჩაზევე ჩატარდა, ვიდემასალაში ჩანს როგორ ლუქავენ ელისო კილაძის პირად ნივთებს გამომძიებლები.
საქართველო პროკურატურა ამტკიცებს რომ ელისო კილაძე, ოთარ ფარცხალაძესთან, მიხეილ ჩოხელთან და ძმებ მიქაძეებთან ერთად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ე.წ. ქოლ ცენტრების შავ ბიზნესს აკონტროლებდა. კილაძე იმ საქმის ფიგურანტად დაასახელეს, სადაც დაზარალებული 200 მოქალაქეა, მითვისებული თანხა კი 9 მილიონს აჭარბებს.
ელისო კილაძის წინააღმდეგ, ფარული ჩანაწერი, იმ შენობის ყოფილმა მფლობელმა გაასაჯაროვა, სადაც "ქრონიკა პლუსის" მედია ჰოლდინგი იყო. ბენ ანორი ამტკიცებდა, რომ კილაძე მისთვის ქონების წართმევაში მონაწილეობდა და ემუქრებოდა, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ბენ ანორიც ბრალდებულია, თუცა იმის გამო რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, არ დააკავეს. სავარაუდოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმეში ბიზნესმენის ჩვენებაც დევს.
დაკავებულ ელისო კილაძეს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს, ჟურნალისტი ახლა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. "ქრონიკა პლუსის" ხელმძღვანელი იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს და დაკავებას ეხმაურება. ჟურნალისტისთვის ბრალის წარდგენის პარალელურად მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაცით, გამომძიებლებმა ელისო კილაძის სახლიდან მეხსიერების ორი ბარათი და დოკუმენტები.
ამ ამავზე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. ყოფილ გენერალურ პროკურორს სახელმწიფო ბრალდება ახლა უკვე სისიხლის სამართლით ჩადენილ მე-4 დანაშაულს ედავება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა თაღლითური ქოლ-ცენტრები.
ბრალდებულებს შორის არის ფარცხალაძის გარემოცვის წვრებიც საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას.