გამოძიება მილსადენის საქმეზე - ბრძოლა კორუფციასთან თუ ევროპის დაშანტაჟების შანსი?
გამოძიება მილსადენის საქმეზე - ბრძოლა კორუფციასთან თუ ევროპის დაშანტაჟების შანსი?! ექს ვიცე პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვაზე 6 საათი გაატარა, იქიდან გამოსულმა კი ილაპარაკა ევროპის გაზ მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობის რისკებზე. მდინარაძის უწყებამ საპასუხო განცხადება გზაში დააწია და ტყუილში დაადანაშაულა. გაზმომარაგების საკითხის წამოწევა ეკონომიკის ექსპერტებისთვის აჩენს განცდას, რომ ქართული ოცნება ევროკავშირთან ვაჭრობს.
რას გულისხმობდა დავითაშვილი როდესაც ევროკავშირს გაზმომარაგების საკითხზე ლაპარაკობდა. აზერბაიჯანულ გაზს ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს გავლით იღებენ. მოთხოვნა დიდია, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს კი ამდენი ბუნებრივი აირის გატარება არ შეუძლია. საქართველომ დათმო მისთვის განკუთვნილი ადგილი მილსადენში სანაცვლოდ, კი აზერბაიჯანულ გაზს ძველი საგურამოს გაზსადენით იღებს. დავითაშვილი სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა. ახლა ჩნდება კითხვა სუს-ის ანტიკორუფციული ბიურო ამ ამბავს იძიებს, თუ საქმე სხვა კონტრაქტზეა.
ევროპის შანტაჟი და ოცნების პოლიტიკური თამაში - ეკონომისტები ორივე ვერსიას განიხილავენ.