ღარიბი ხალხის ფული მდიდრებს - რა აღიარა კობახიძემ?
საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრბიბუნიდა აღიარა - "ქართული ოცნების" ლიდერმა დაადსტურა, რომ ღარიბი მოსახლეობისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას ისეთი ადამიანები იღებენ, ვისაც არ უჭირს, საუბარი არ არის ასულობით ადამიანზე. კობახიძე აანონსებს, რომ სიების შემოწმება იწყება.
იანვარში საქართველოში სოციალური დახმარება 710 226 ადამიანმა აიღო - ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, აქედან 8 პროცენტს ანუ 56 818 ადამიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს ტყუილად უხდიდა.
მოსყიდვის იარაღი თუ კორუფცია სოციალური მომსახურების სააგენტოში? - რა იწვევდა რაოდენობის ზრდას?
"ქართული ოცნება" უარყოფს საარჩევნოდ ხალხის მოსყიდვის იარაღად სოციალურად დაუცველთა ბაზებში ჩასმას, მაშინ ჩნდება კითხვა: ადამიანები, რომლებსაც სოციალური დახმარება არ სჭირდებოდათ, ღარიბები არ იყვნენ, როგორ ხვდებოდნენ სიაში? ხომ არ იღებდნენ ქრთამს სოციალური აგენტები, რომ სიაში ისეთი ადამიანები ჩაესვათ, ვინც არ იმსახურებდა?