ეუთოს მისიის და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია - რა საკითხებზე ისაუბრეს
ეუთოს მისიის და ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია. აუდიენციას ყველა პროევროპული პარტიის ლიდერი ესწრებოდა, ისინიც, ვინც რუსთავის ციხე ცოტა ხნის დატოვა.
ამ მექანიზმის უპირატესობა არის ის რომ, ძალიან სწრაფი, კონკრეტული და შედეგიანი მექანიზმია, რომელიც დიდად არ უკავშირდება ხანგრძლვ განხილვებს და უფრო პოლიტიკურ შეფასებებს. დებს ძალიან მკაფიო სამართლებრივ შეფასებებს, ძალიან მკაფიო მოთხოვნებით. მერე ამ მექანიზმის გამოყენება ძალიან მარტივი და მიზანმიმართულია საერტაშორისო ინსტანციებში, რომლებიც უკვე პასუხისმგებლობას აყენებენ. ძალიან კარგია რომ ეს [მოსკოვის მექანიზმი] ამოქმედდა. ძალიან მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვისაც, იმიტომ რომ იშვიათად გამოყენებული მექანიზმია. ზუსტად ვიცი, რომ ეს მექანიზმი ვერ იქნება მოსყიდული ბიძინა ივანიშვილის მიერ"- განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისის წარმომადგენლებთან ისაუბრეს იმ რეპრესიებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს.
თინა ბოკუჩავას თქმით, საუბრის თემა იყო ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ".