"ოცნებაში" "დაუძინებელ მტერს" უწოდებენ კალას, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს

19.02.26 13:51
"ოცნებაში" "დაუძინებელ მტერს" უწოდებენ კალას, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს

"ქართულ ოცნებაში" აკრიტიკებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს. 

შოთა ხაბარელის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ კაია კალასი "საქართველოს დაუძინებელი მტერია". 

ამის შესახებ შოთა ხაბარელმა ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც უთხრა, რომ კაია კალასის ხელმძღვანელობით,  ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტში, რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაც მოიაზრება. 

კაია კალასი არის ზუსტად საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანი. მეორე განცხადებებს როგორს აკეთებს, საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს ძალიან დიდი პრობლემები აქვს თვითონ თავის ევროპაში, თვითონ თავისთან ბრიუსელში. მერე ძალიან კარგი [ჩვენთვის სასარგებლოს რომ ითხოვს], შეიძლება გამონათების წერტილები იყოს ზოგიერთჯერ, მაგრამ მე ასე ვთვლი, ის არის ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი," - ამბობს შოთა ხაბარელი. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გააკტიტიკა "ხალხის ძალის" წევრმაც.

გურამ მაჭარაშვილიც   ამბობს, რომ კაია კალასის განცხადების გულწრფელობის არ სჯერა. 

ჯერ სიტყვა საოკუპაციოს არ ხმარობდნენ საერთოდ, დეოკუპაციის პროცესში ყოველთვის ჩვენ ვართ, თუმცა რაც შეეხება ახლა კაია კალასის ამ განცხადებას, რა თქმა უნდა მის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი. ის თუ გულწრფელია და თუ უნდა, რომ ეს განცხადება დავიჯეროთ, მაშინ ჰკითხოს თავისისვე კოლეგა საფრანგეთის პრეზიდენტს, რას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა და ამბობს, რომ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპამ რუსეთთან ერთად უნდა ააშენოს. საოკუპაციო ჯარი რა NATO-ს ჯარი გახდება, თუ ახალი ევროპულ-რუსული ჯარი მიენიჭება," - თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი. 

დოკუმენტში ასახულია, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც შეერთებული შტატები შუამავლობით მონაწილეობს.

დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილვის საგანი გახდება.