ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის პოზიცია ცნობილია
ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. რალდებულებსი პოზიცია დრეს მედიასთან მათმა ადვოკატმა გაახმოვანა.
როგორც უფლებადამცველი ირწმუნება, მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ოთარ ფარრცხალაძეს ან მიხეილ ჩოხელს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
გადმოგვეცა საქმის მასალები, გავეცნობით აღნიშნულ მასალებს და გაკეთდება შესაბამისი კომენტარი. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პოზიცია ბატონი ოთარის და ბატონი მიხეილის არის ის, რომ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ამ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმესთან. არანაირი კავშირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ოთარ ფარრცხალაძეს ან მიხეილ ჩოხელს არ გააჩნია. უფრო დეტალურ კომენტარს საქმის გაცნობსი შემდეგ მოგახსენებთ", - განაცხადა ადვოკატმა.
- შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.
ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.
- საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას