გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან- ევროკავშირის მოთხოვნა კრემლს

19.02.26 20:40
გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან- ევროკავშირის მოთხოვნა კრემლს

გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან - ევროკავშირის მოთხოვნა კრემლს.  კაია კალასის ხელმძღვანელობით მომზადებულ სამუშაო დოკუმენტში მოხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი სამხედროების გაყვანის პირობაც.

"პირველებს" რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი იმ სამუშაო დოკუმენტზე უყვება, რომელიც ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას უნდა წარადგინოს. ევროკავშირი კრემლს მოუწოდებს დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარები გაიყვანოს.

კაია კალასის მიერ შემუშავებულ  დოკუმენტს ჯერ დღის სინათლე არ უნახავს. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა წევრ ქვეყნებს კრემლისთვის წასაყენებელი პირობები უკვე გააცნო. ელჩების დონეზე დოკუმენტი უკვე განხილულია - შემდეგი გაჩერება კი ბრიუსელში 23 თებერვალს ჩანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ეს დოკუმენტი იქნება.

ამ ფონზე კი "ქართულმა ოცნებამ" კაია კალასი საქართველოს დაუძინებელ მტრად გამოაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს, იმ პარტიის სამიზნეა, რომელმაც ოკუპანტს საჯაროდ ბოდიშები უხადა და მმართველობის 14 წლის განმავლობაში არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენიათ . მეგობარზე საუბრობენ როგორც მტერზე და არც კალასის გულწრფელობის სჯერათ, რომ მას მართლა სურს საქართველოდან ჯარების გაყვანა.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.