პროკურატურა გიორგი გახარიას რუსული სტატიებით ასამართლებს

19.02.26 21:38
პროკურატურა გიორგი გახარიას რუსული სტატიებით ასამართლებს

პროკურატურა გიორგი გახარიას რუსული სტატიებით ასამართლებს. ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება საოკუპაციო რეჟიმის მიერ მომზადებული მასალებია, სადაც სამხეთ ოსეთი სახელმწიფოდ, საქართველო კი პროვოკატორად არის მოხსენიებული. ამ მასალებზე დაყდნობით  პროკურატურა ყოფილ პრემიერს ედავება, რომ  ჩორჩანას საგუშაგოს გახსნით საქართველომ რამდენიმე კილომეტრიანი  ტერიტორები დაკარგა. 

როგორ იქცა საოკუპაციო რეჟიმს დაქვემდებარებული გამოცემა საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყების სანდო წყაროდ? ფაქტია, რომ საქმეს უკვე ოფიციალურად დაერთო გამოცემა "რესის" მიერ მომზადებული სტატია - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდება ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიამ დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით - საქართველოს 10 კილომეტრამდე ტერიტორია დააკარგინა.

საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრს სასამართლო პროცესებზე დისტანციურად არ რთავენ. ბერლინში ოფიციალურ ვიზიტებზე მყოფ გახარიას საგამოძიებო უწყება მიმალვაში მყოფ ბრალდებულად აცხადებს და მის გამოკითხვაზე თავადაც უარს ამბობენ - ამიტომ დაცვის მხარე იძულებული გახდა გიორგი გახარია ჩორჩანას საქმეზე თავად გამოეკითხა და მტკიცებულებად საქმეში, გამოკითხვის ოქმი ჩაედო.

დეტალები ნახეთ,  ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.