რა გზავნილია ბაჩიაშვილის საქმე იმ ყოფილი "მეოცნებეებისთვის", ვინც ახლა ციხეშია

19.02.26 20:17
რა გზავნილია  ბაჩიაშვილის საქმე იმ ყოფილი "მეოცნებეებისთვის", ვინც ახლა ციხეშია

"ოცნება" გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცევს და მას მთელი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებს. დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემდეგ, როცა საკითხი თითქოს ამოიწურა, ქართულმა ოცნებამ სხვა სისხლისსამართლებრივი საქმეების გამწვავება დაიწყო. კობახიძე ამტკიცებს, რომ პოლიტიზებულია ყველა საქმე, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს უკავშირდება.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანლის საქმე თითქმის ერთი წელია საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების საგანია. იმ ფონზე, როცა მთავარი დაინტერესებული პირი საქმეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, საკითხის პოლიტიზების რისკი თავიდანვე მაღალი იყო. მეტიც, ეს საქმე თავიდანვე აღიქმებოდა პირადი შურისძიების საქმედ.  დღეს ოცნება ამბობს, რომ ყველა იტყუებოდა, ვინც მას პოლიტიკურ პატიმრად აცხადებდა.

პროცესების განვითარება კიდევ ერთ კითხვას აჩენს - ივანიშვილისთვის მთავარი ზიანის ანაზღაურებაა, დანაშაულის პატიება კი შესაძლებელი. რა მოხდება, თუკი სხვებიც იმავე გზას აირჩევენ - კითხვა გია ვოლსკის დავუსვით. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფაქტობირვად ადასტურებს, რომ თუკი სხვებიც გადაიხდიან, ისინიც გათავისუფლდებიან. სავარაუდოდ ეს გზავნილია ყოფილი "მეოცნებეებისთვის". 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.