ჩვენი თვითმიზანი ერთობა კი არა, ივანიშვილის განეიტრალებაა - თაზო დათუნაშვილი

19.02.26 21:40
ჩვენი თვითმიზანი ერთობა კი არა, ივანიშვილის განეიტრალებაა - თაზო დათუნაშვილი

ჩვენთვის ერთობა თვითმიზანი არ არის, ჩვენი თვითმიზანი, ამოცანა და სტრატეგიული სამიზნე არის ივანიშვილის განეიტრალება - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, თაზო დათუნაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ერთობა უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც სწორედ ივანიშვილის მოშორებაში დაეხმარებათ.“

ჩვენთვის ერთობა თვითმიზანი არ არის, ჩვენი თვითმიზანი, ამოცანა და სტრატეგიული სამიზნე არის ივანიშვილის, როგორც ამ ქვეყნის სუვერენიტენის, ჩვენი სახელწმიფოებრიობის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მტერის განეიტრალება და ხელისუფლებიდან მოშოროება. ერთობა უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც ამაში დაგვეხმარება, - თქვა მან. 

მისი თქმით, პარტია გაეცნო იმ დოკუმენტის დეტალებს, რაც ერთობას ითვალისწინებს და არ თვლიან, რომ ეს ერთობა არის ის სტრატეგიული ხაზი და გეგმა, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში მეტ წვლილს შეიტანს. 

პოლიტიკური მრავალფეროვნებაა ის, რაც ახლა ივანიშვილს უნდა დავუპირისპიროთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს არის ვითარება, ეს არის ის ვითარება, რომელზე მეტიც არ გვინახავს, ხელისუფლებამ ყველა ზღვარი არ გადალახა? ყველაფერს აკადრებს ქართველ ხალხს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს დიდი უმრავლესობა მოქმედებაზე არ გადადის და მათი წნეხი ხელისუფლებაზე არ იგრძნობა, - ამბობს დათუნაშვილი. 

მისივე თქმით, “ძლიერი საქართველო - ლელო" გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.