სასტუმროში, სადაც ჯანგველაძის მკვლელობის მეორე დღეს უძილაური მივიდა, გიორგი ჯოხაძე პრივილეგიებით სარგებლობდა - პროკურორი
სასტუმროში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მეორე დღეს მკვლელობაში მსჯავრდებული გელა უძილაური მივიდა, გიორგი ჯოხაძე პრივილეგიებით სარგებლობდა - ამის შესახებ დღეს საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ "პირველებთან" განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სასამართლოზე გამოიკითხება მოწმე, საუბარია "თბილისი თაუერის" თანამშრომელზე, რომელიც აღნიშნულზე დეტალურად ისაუბრებს და დაადასტურებს, რომ გიორგი ჯოხაძე ხშირად დადიოდა სასტუმრო "თაუერში", სადაც ფულს არ ახდევინებდნენ.
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ლეან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში არის სხავდასხვა მტკიცებულება იმის დამაადსტურებელი, რომ მკლელობა სწორედ "თბილისი თაუერში" დაიგეგმა, სადაც კონსპირაციულ შეხვედრებს ჰქონდა ადგილი.
პროკურატურა პროცესზე დღეს სამი მოწმით იქნება წარმოდგენილი - ჩვენებას მისცემენ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, "თბილისი თაუერის" თანამშრომელი და გამომძიებელი.
დადასტურდება ის, რომ გელა უძილაური იყო "ამბასადორთან", გელა უძილაური იყო "თაუერსში", ეს ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტმა დაადასტურა და ასევე იმ ვიდეო-კადრებში, რომელიც გიორგი კაჭკაჭაშვილის მობილური ტელეფონიდან არის ამოღებული, არის სანდრო წივწივაძე და გიორგი ჯოხაძე.
სასტუმროს თანამშრომელი რომ დაიკითხა, მან განმარტა, რომ გიორგი ჯოხაძე სარგებლობდა პრივილეგიებით იმ კუთხით, რომ მას არ ახდევინებდნენ თანხას, ისე სარგებლოდა სხვადასხვა მომსახურეობით. გიორგი ჯოხაძე დავით მიქაძეს სასტუმროს თანამშრომლის თანდასწრებით არ დაელაპარაკებოდა, ეს მარტივად მისახვედრია. რაც შეეხება რას ელაპარაკებოდა, რა დაიგეგმა, ეს უკვე სხვა მტკიცებულებებით, როგორც დეტალური ამონაწერით, ინფრომაციით, მათ შორის ძალიან საინტერესოა 15 თებერვლის შეხვედრის შემდეგ, სადაც გელა უძლაურიც იმყოფებოდა სასტუმროს ტერიტორიაზე, 16 თებერვლიდან თვალთვალს იწყებენ ლევან ჯანგველაძისას, რომელიც ჩამოდის საქართველოში", - ამბობს პროკურორი.
დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება გიორგი მიქაძე. როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლოში არ არიან არც მიქაძეების მხარდამჭერები.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული - ყველა შესასვლელ-გამოსასვლეს პოლიცია აკონტროლებს.
პოლიციის მობილიზება სავარაუდოდ მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო დღეებში მიქაძეეების და ჯანგველაძეეების მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებიან.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.