"მიდგომები მკაცრი იქნება" - ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებას იწყებს. ამის შესახებ დღს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძე აღიარებს, რომ ქვეყანაში სოციალურ შემწეობას სახელმწიფოსგან ისეთი ოჯახები და პირები იღებდნენ, რომლებსაც ამის საჭიროება არ ჰქონდათ. მისი თქმით, წლების განმავლობაში მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი, რის გამოც ოჯახების მდგომარეობის სისტემური გადამოწმება, ფაქტობრივად, არ ხორციელდებოდა.
მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად, არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ან არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც 2024 წელს, შეძენილი აქვს იმავე წელს, 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც მაგალითად, აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცეთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოიდოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.
დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით, სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რესგირტირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, - თქვა დღეს მიხეილ სარჯველაძემ.
გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით მინისტრი ამბობს, რომ კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება და პროცედურები კანონის სრული დაცვით წარიმართება.
მისი განცხადებით, პროცესი ხანგრძლივი იქნება და დეტალურ, სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესაძლო სიყალბის შემთხვევებს.
პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერავითარი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან. ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკულპულოზურ მუშაობას. ავტომატურად, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ ან ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც, მაგალითად, სიყალბეს შეიძლება, ჰქონდეს ადგილი. მკაცრი იქნება, რა თქმა უნდა, მიდგომებიც, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბინებრივია, შევეცდებით, რომ არცერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე, - ამბობს სარჯველაძე.