სააპელაციომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილის განაჩენი ძალაში დატოვა

20.02.26 14:49
სააპელაციომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.  გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამ საქმეზე მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძეს ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის ბიზნესსპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი რვა.

  • პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა.

დღეს გიორგი ჩიკვაიძის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ ბიზნესმენს პროკურატურა საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, თუმცა საქმის პროკურორმა აღნიშნული ინფრომაცია უარყო და თქვა, რომ გიორგი ჩიკვაძესთან არცერთ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას.