Euroscope-ის ინფორმაციით, საქართველოზე ევროპარლამენტის ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ
ევროსკოპის ინფორმაციით, საქართველოზე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშს საგარეო კომიტეტზე 25 თებერვალს განიხილავენ.
ამის შესახებ ჟურნალისტი, ევროსკოპის რედაქტორი თამარ ნუცუბიძე Facebook-ზე წერს.
მისი ცნობით, ანგარიშის ავტორი და საქართველოზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
"ანგარიშის ავტორი, საქართველოზე მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენეა. ეს იქნება დოკუმენტის პირველი მოსმენა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება შესწორებების ინიცირებისაც. დოკუმენტზე ასევე მუშაობენ თანამომხსენებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან", - წერს თამარ ნუცუბიძე.
ევროსკოპის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმაზე რომ, 25 თებერვალს, საგარეო საქმეთა საკითხების კომიტეტი საქართველოზე ახალ ანგარიშს განიხილავს, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზეც აისახა.