კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში ადამიანები პარტიული ნიშნით არ ხვდებოდნენ

20.02.26 17:27
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში ადამიანები პარტიული ნიშნით არ ხვდებოდნენ

კახა კალაძე უარყოფს და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, სოციალურად დაცუველთა სიაში ადამიანები პარტიული ნიშნით ხვდებოდნენ. 

თბილისი მერი ამტკიცებს, რომ სოციალურად დაუცველთა სიაში ადამიანები პანდემიის პერიოდში მოხვდნენ და უბრალოდ, მას შემდეგ ბაზის განახლება აღარ მომხდარა.

რა თქმა უნდა უარვყოფ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა- მოხსნა პარტიული ნიშნით არ  ხდებოდა, - ამბობ ის.

პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველთა სიაში მოხვდა ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა, იმ რთულ პერიოდში, რომელიც იყო ძალიან მძიმე. შესაბამისად, ამის შემდეგ , როგორც მე ვიცი, არ მომხდარა აღნიშნული ბაზის გაჯანსაღება, გადახედვა და აღნიშნული განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა კალაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. 

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.