„დაასანქცირეთ კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი“ - საქართველო შვედეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოექცა
შვედეთის პარლამენტში (რიქსდაგში) საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში დადგა. რიქსდაგის დეპუტატმა გუსტავ გოთბერგმა სესიის სხდომაზე დააყენა ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის შესაძლო სანქცირებას ეხება. დეპუტატმა კოლეგებს განუმარტა, რატომ მიაჩნია აღნიშნული საკითხის განხილვა მნიშვნელოვნად.
გოთბერგის განცხადება საგარეო პოლიტიკის შესახებ წლიური დებატების დროს გაკეთდა, სადაც პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც მოისმინა. კანდიდატ ქვეყნებზე საუბრისას მინისტრმა საქართველოზეც ისაუბრა.
ბოლო პერიოდში შვედეთსა და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში კრიტიკული რიტორიკა გახშირდა. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, მათ შორის შვედეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რასაც პოლიტიკური შეფასებები და გამოხმაურებები მოჰყვა.
თემა დებატებისა და პოლიტიკური განხილვების საგნად რჩება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.