„სავიზო სანქციები არ კმარა, სამიზნე ივანიშვილია - მძიმე გზავნილები ბრიუსელიდან
ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს შესახებ მოსმენაა. ევროდეპუტატები 25 თებერვალს წლიურ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტი ქვეყანაში არსებული ვითარებისა და დემოკრატიული პროცესების შეფასებას შეეხება და შემდგომი რეაგირებისთვის ევროკომისიას გადაეგზავნება.
განხილვამდე ბრიუსელიდან კრიტიკული განცხადებები ისმის. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ სავიზო შეზღუდვები საკმარისი არ არის და საუბრობენ შესაძლო დამატებით ზომებზე.
ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი თიის როიტენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რეაგირება დააგვიანა. მისი შეფასებით, უფრო მკაცრი ნაბიჯები იმ ეტაპზევე უნდა გადადგმულიყო, როდესაც საქართველოში „აგენტების კანონის“ ინიციატივა განიხილებოდა.
ევროპარლამენტში დებატების ფონზე, ყურადღება კვლავ მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.