რისი ეშინიათ ჩინოვნიკებს რეგიონებში?

20.02.26 21:07
რისი ეშინიათ ჩინოვნიკებს რეგიონებში?

გავრცელებულ კადრებში „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს ხვდებიან. ირაკლი კობახიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეკრიბა და გურიაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გამართა შეხვედრა. შეხვედრა დახურული ფორმატით გაიმართა. ვიდეომასალა მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ირაკლი კობახიძემ მედიასთან დაადასტურა, რომ შეხვედრაზე საუბარი კორუფციის საკითხებს შეეხო. დეტალები, თუ რა კონკრეტული გზავნილები გაჟღერდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიმართ, საჯაროდ არ გახმაურებულა.

მედიის ინფორმაციით, ყოფილი თანამდებობის პირების კორუფციული ბრალდებებით დაკავებების შემდეგ, რეგიონებში ვითარება დაძაბულია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილეს ამჯობინებენ.

რეგიონებში შექმნილ გარემოზე განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში მუშაობა გართულებულია - მერები და ადმინისტრაციული ხელმძღვანელები გადაწყვეტილებებს ნაკლებად თამამად იღებენ, რაც, სუბარის შეფასებით, პროექტების განხორციელების ტემპზეც აისახება. მან ივანიშვილის გუნდს კონტროლის მექანიზმების გადახედვისკენ მოუწოდა

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.