საქართველო ევროპარლამენტის დღის წესრიგში - ოპოზიცია ბრიუსელიდან მწვავე ანგარიშს ელოდება
საქართველო ევროპარლამენტის დღის წესრიგში - 25 თებერვალს, საგარეო საქმეთა საკითხების კომიტეტი საქართველოზე ახალ ანგარიშს განიხილავს.
ანგარიში შეეხება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფასებას, ადამიანების უფლებების მდგომარეობას, მედიის თავისუფლებას - ყველა ამ პუნქტში, პოლიტიკოსების შეფასებით, საქართველო განიცდის სერიოზულ უკუსვლას.
სამწუხაროდ, არაფერი კარგი ამ ანგარიშში დიდი ალბათობით ნათქვამი არ იქნება იმიტომ რომ საქართველო ყველა პარამეტრით განიცდის კატასტროფულ უკუსვლას. ისეთი უკუსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანს ერთადერთი ალბათ სამოქალაქო ომის დროს ჰქონდა. აი ამაზე იქნება ძირითადად მსჯელობა და ეს ძალიან ცუდი ამბავია"მ, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიში გაციელბით უფრო მწვავე იქნება, ვიდრე ეს წინა ჯერზე იყო.
სავარაუდოდ დოკუმენტის ტექსტი იქნება ბევრად უფრო მკაცრი და კრიტიკული, ვიდრე იყო ბოლო ანგარიშის შემთხვევაში, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა აქ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, მათ შორის კასკადი იყო იმ ახალი რეგულაციების, რომელიც ჯერ კიდევ არ გაჩერებულა, რომელიც ზღუდავს აქმ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. შეიძლება ამაში მოხვდეს ეუთოს დასკვნაც, რომელიც შესაძლოა მანამდე გამოქვეყნდეს. ამიტომ, მოლოდინი არის, რომ უფრო კრიტიკული ანგარიში იქნება", - განაცხადა ზურა ჯაფარიძე.