„დაიცავი განათლება“ - თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს
„დაიცავი განათლება“ - თბილისში საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, სადაც თსუ-ის პირველი კორპუსიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ის მსახიობებიც შეუერთდნენ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად "ახალი თეატრი" დატოვეს.
დემონსტრანტები მარშით რუსთაველის გამზირზე მივლენ.