აღმოჩენილია ტალახაძის ბეტონის ბიზნესი - რატომ არღვევს კანონს "ოცნების" დეპუტატი?

21.02.26 21:15
აღმოჩენილია ტალახაძის ბეტონის ბიზნესი - რატომ არღვევს კანონს "ოცნების" დეპუტატი?

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ლაშა ტალახაძე ბეტონის ბიზნესს ფლობს -  კარიერები კი სავარაუდოდ, ბიზნეს პარტნიორების სახელზე აქვს გაფორმებული. 

რა ხდება? 

სარეკლამო რგოლებში, რომელსაც ბეტონის ქარხანა სოც.ქსელში ათავსებს, ინფლუენსერები  საგურამოში ახალი სახლების მშენებლობით დაინტერესებულებს მომსახურებას სთავაზობენ, სარეკლამო კამპანია "ჩემპიონი ბეტონის" სახელით მიდის. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი, ბაკურ გოგოჭურია.  [საბუთებში ოფიციალურად ტალახაძე არ ჩანს]. 

"ჩემპიონი ბეტონის" დუშეთში, სტანილის ქუჩის 4 ნომერშია რეგისტრირებული, ამავე მისამართზე, ბინა N16-შია რეგისტრირებული -"ელ ბი ჯეო გრუპი". კომპანიაში წილის 50% ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, 25% კი ბაკურ გოგოჭურს - გოგოჭური შპს "ჩემპიონი ბეტონის" მფლობელია. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტალახაძეს კომპანია "ელ ბი ჯეო გრუპი" მართვაში სხვისთვის არ გადაუცია - არადა ამას კანონი ითხოვს.  

საიდან მოაქვს ლაშა ტალახაძის კუთვნილ მიწაზე გაშენებულ ბეტონის საწარმოს ინერტული მასალები? - ვრცლად ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები