სამართლებრივი პროცესი თუ შიდა პარტიული დაპირისპირება - ღარიბაშვილის დაპატიმრებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

22.02.26 20:25
სამართლებრივი პროცესი თუ შიდა პარტიული დაპირისპირება - ღარიბაშვილის დაპატიმრებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას საერთაშორისო მედია ეხმაურება. პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნულ თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა და დასვა კითხვა - წარმოადგენს თუ არა გადაწყვეტილება სამართლებრივ პროცესს, თუ ის "ოცნების" გუნდში მიმდინარე შიდა დაპირისპირების შედეგია.

მედიაში ყურადღება გამახვილდა ასევე ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის წლების განმავლობაში არსებულ შესაძლო დაპირისპირებაზე. ანალიტიკური შეფასებების მიხედვით, ორ პოლიტიკურ ფიგურას შორის კონკურენციის შესახებ საუბარი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდი ხანია მიმდინარეობს.

კომენტატორები ვარაუდობენ, რომ ყოფილი პრემიერის დაკავება მმართველი გუნდის შიდა დინამიკასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. პარალელურად, დისკუსიის საგნად რჩება, რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი პოლიტიკურ პროცესებზე და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი მნიშვნელოვანი ფიგურა მიმდინარე მოვლენების კონტექსტში.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.