ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რაც ახლა ნამდვილად არ ხდება - ბრაჟე
თქვენ ჩემგან არაერთხელ მოგისმენიათ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რაც ახლა ნამდვილად არ ხდება - ასე პასუხობს ბაიბა ბრაჟე საქართველოზე დასმულ შეკითხვას.
განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.
ბაიბა ბრაჟე არ საუბრობს დეტალებზე, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში განიხილება თუ არა ყულევის პორტის სანქცირება.
"კომენტარს ვერ გააკეთებს დახურულ დისკუსიებზე" - თქვა მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.