ნაცრისფერი ზონები ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის, ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში - მარგუს ცაჰკნა
სამწუხაროდ, ნაცრისფერი ზონები რუსეთსა და ნატო-ს შორის, ევროკავშირს შორის ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში. ხვალ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავს":
ხვალ ესტონეთი დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა რუსეთთან გამარჯვებით. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გარეშე ახლა აქ არ ვიდგებოდი, როგორც თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენელი.
სამწუხაროდ, ნაცრისფერი ეპოქა ნატოს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, ყოველთვის იყო მწვანე შუქი რუსეთის აგრესიისთვის. ეს ვნახეთ 2008 წელს საქართველოში.
ხვალ ასევე აღვნიშნავთ სისხლის ღვრის მეოთხე წლისთავს უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ეს ომი დაიწყო 2014 წელს. რასაც ვხედავთ არის ის, რომ პუტინი საერთოდ არ ცვლის თავის მიზანს"- თქვა მან.