"საქმე შეთითხნილია" - ბადრი ჯაფარიძე

23.02.26 13:50
"საქმე შეთითხნილია" - ბადრი ჯაფარიძე

 

 

საქმე შეთითხნილია და ოპოზიციის დევნას ემსახურება, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ საქმეს. 

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ვერც იქნება, რადგან დანაშაული არ მომხდარა. 

ეს პროცესი არის პირდაპირ გამოხატული საბოტაჟი სახელწიფოს მიმართ და ის მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. რაც არ არსებობს, ის ვერ იქნება საქმეში. ეს საქმე არის შეთითხნილი, ყველა, ცხადია, ამბობს ამას, მე არ ვარ ორიგინალური. ეს არის ოპოზიციის დევნის საქმე. იქ არანირი მტკიცებულება არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ასეთი დანაშაული არ მომხდარა, - ამბობს აბდრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიიცონერი ლდიერის საქმის განხლვა იწყება. პროცესს მხოლოდ 5 ბრალდებული ესწრება. მამუკა ხაზარაძე სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ კი პროცესზე გამოცხადებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.  

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.