"სრული ბოდვა" - ზურა ჯაფარიძე საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
ჯაფარიძის თქმით, მრავალტომიან საქმეში წარმოდგენილი მასალები არ შეიცავს დამაჯერებელ მტკიცებულებებს. მისივე განმარტებით, საქმეში მისი სახელი 12-ჯერ ფიგურირებს და ყველა შემთხვევაში საუბარია პოლიციელების ჩვენებებზე.
ჯაფარიძის შეფასებით, პროცესის მიზანი ოპოზიციისა და დასავლეთთან კავშირების დასუსტებაა.
არანაირი მტკიცებულებები, ცხადია, ამ 45 ტომში არ არის. მეტიც, ჩაყრილია უამრავი რაღაცეები, რომლებიც, საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, არის სრულიად გაუგებარი. უბრალოდ, არის ჩაყრილი კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემები.
ჩემი სახელი არის ნახსენები 12-ჯერ, დათვლილი მაქვს და 12-ვე არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ ამ ნოებრე-დეკემბრის მოვლენების დროს რუსთაველზე ხედავდნენ, რომ იქ ვიყავი. ხედავდნენ, რომ ნიღბიანი ახალგაზრდები რომ მიახლოვდებოდნენ, რომ დამშორდებოდნენ, ხდებოდნენ უფრო აგრესიულები. სრული ბოდვა. ოღონდ, ამის არანაირი ვიდეოტკიცებულება არ არსებობს. მიზანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ბოლომდე ჩაჭრან ის ძაფები, თუ რამე დარჩა კიდევ დამაკავშირებელი ამ ქვეყანას დასავლეთთან და ცივილიზებულ სამყაროსთან, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლდიერის საქმის განხლვა იწყება. პროცესს მხოლოდ 5 ბრალდებული ესწრება. მამუკა ხაზარაძე სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ კი პროცესზე გამოცხადებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.