"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი
"პირველების" ინფორმაციით, ლენტეხის ყოფილი მერი, გია ონიანი დააკავეს. დაკავების დეტალებს TV პირველი ამ წუთებში არკვევს.
ცნობისთვის, ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, რომ გია ონიანი კანონის გვერდის ავლით ბიზნეს საქმიანობაში იყო ჩართული, ერთი წლის წინ "აი, ფაქტიმა" ჩაატარა.
ირკვევა, რომ მერად არჩევამდე მან თავისი კომპანიის, “ბიზნესის მონიტორინგისა და უსაფრთხოების” წილი ცოლს გადაუფორმა. თუმცა, “აი, ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ სინამდვილეში, კომპანიას დღემდე თავად მართავდა.
“აი, ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ