ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტიც.
ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით მათი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დაიწყო.